10.12.2018

    facebook
    Youtube
    GooglePlus
    Instagram
დეტალების რესტავრაცია.
592 02 08 13... 593 366 366

    ჯერ კიდევ 1853 წელს მეცნიერმა Justus Liebig მა აღმოაჩინა შუშაზე მეტალის ვერცხლის დასხმის მეთოდი, რაც დღეისათვის ცნობილია, როგორც შუშის სარკე, პირველი მეტალიზებული ნივთი. სხვა ნივთების მეტალიზაცია, როგორც პროცესი განვითარდა მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს პლასტიკა და დღესდღეობით ამ პროცესს ეძახიან ქიმიურ მეტალიზაციას ან ქრომირებას.

    ქიმიური მეტალიზაცია (ქრომირება) – ეს არის სპეციალური ქიმიური რეაგენტების დატანა მყარ ზედაპირზე სარკული ლითონის ეფექტის მისაღებად. ქიმიური ქრომირების საბოლოო შედეგი არაფრით განსხვავდება ყველასათვის ცნობილი გალვანური ქრომირებისაგან, რომელიც საჭიროებს ძვირადღირებულ დანადგარებს და რომელიც ასევე საკმაოდ მავნებელია ჯანმრთელობისათვის. ქრომირების ტექნოლოგია ზემოხსენებულთან შედარებით უსაფრთხო და ბევრად ხელმისაწვდომია.

    ქრომირების მთავარი უპირატესობა წარმოადგენს გამოყენების შეუზღუდავ სფეროს. ქრომის დასხმა სესაძლებელია ნებისმიერ მყარ ნივთზე (რკინა, პლასტმასი, ხე, ფაიფური, შუშა და ა.შ.) ყველაფერზე რაზეც გეყოფათ ფანტაზია დაწყებული პატარა დეკორატიული დეტალებით დამთავრებული დიდი ქანდაკებებით.